დღეს მსოფლიოში „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ აღინიშნება
დღეს მსოფლიოში „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ აღინიშნება, რომელსაც ჩვენც ვუერთდებით და როგორც ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანია, სრულად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი მომხმარებლების მიმართ. სწორედ ამიტომ შევქმენით „ინტერნეტ-მშობელი“, აპლიკაცია, რომელიც მოზარდებს ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან იცავს.
ინტერნეტ-მშობელის დახმარებით თქვენ შეძლებთ:
- თვალ-ყური ადევნოთ მოზარდების ინტერნეტ მოხმარების ინტენსივობას და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოთ დროის შეზღუდვის ფუქცია;
- დაბლოკოთ ხიფათის შემცველი ვებ-გვერდები, აპლიკაციები;
- რეალურ დროში მიიღოთ ინფორმაცია მოზარდის ადგილსამყოფელის შესახებ;
- აპლიკაციის ჭკვიანი სისტემა განახორციელებს სოციალური მედიისა და Chat-ების ანალიზს თქვენი შვილის კიბერბულინგისგან დასაცავად;
- მუდამ გეცოდინებათ თუ რას ეძებს მოზარდი მთავარ საძიებო სისტემებში;
- ავტომატურად მიიღებთ შეტყობინებას, მოზარდის მიმართ მიუღებელი ან და საფრთხის შემცველი სიტყვების მიღებისას.
„უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.saferinternetday.org, ხოლო საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებების შესახებ ყველა სიახლეს გაეცანით გვერდზე - Safer Internet Day - Georgia უსაფრთხო ინტერნეტის დღე - საქართველო